კურსკის რეგიონში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედროა ტყვედ ჩავარდნილი | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის განცადებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში კიდევ წაიწიეს წინ და დილის მერე, 100-მდე რუსი სამხედრო დაატყვევეს. ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრის შემდეგ გაავრცელა. 

"შემდგომ პროგრესს ვაღწევთ კურსკის რეგიონში - დღის დასაწყისიდან სხვადასხვა რაიონში 1-2 კილომეტრამდე. ამავე პერიოდში 100-ზე მეტი ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცია. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას" ამბობს ზელენსკი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი