საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მინისტრმა პოსტი პარასკევსთ საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

ამ საღამოს COVID-19-ზე დადებითი პასუხი მივიღე. დაუყოვნებლივ მივყევი ჯანმრთელობის ზომებს, რომლებიც მთავრობამ გამოაცხადა და სახლში იზოლაციაში ვიმყოფები. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. იზოლაციაში 7 დღე დავრჩები. ვაგრძელებ მოვალეობის შესრულებას, - წერს მინისტრი.

საფრანგეთში სულ კორონავირუსის 467 421 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გარდაცვლილია 31 257 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 92 700. 

მოსფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი