ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი "შაჰიდი" გაუშვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს მიტანილ იერიშებს. ზელენსკიმ ამ დარტყმას უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე მძიმე" - ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტითა და დაახლოებით ასი "შაჰიდით".

მისივე თქმით, ამ დარტყმების სამიზინე იყო კრიიტკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - "ჩვენი რეგიონების უმეტესობაში, ხარკოვის რეგიონიდან და კიევიდან ოდესამდე და დასავლეთის რეგიონებამდე".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ენერგეტიკულ სექტორს, თუმცა, მისივე თქმით, სადაც ელექტროენერგია გათიშულია, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს "მხოლოდ შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებასაც მას მსოფლიო აძლევს. სისუსტე და არასაკმარისი გადაწყვეტილებები საპასუხოდ ტერორს იწვევს". მისი თქმით, ყველა ლიდერმა, უკრაინის თითოეულმა პარტნიორმა იცის რა მტკიცე გადაწყვეტილებებია საჭირო ომის შესაჩერებლად.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი