ტრამპის თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ ქალ კანდიდატს წარადგენს

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის ნაცვლად ქალ კანდიდატს წარადგენს. ამ თემაზე კომენტარი ტრამპმა შაბათს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

მომავალ კვირას მე წარვადგენ კანდიდატს. ვფიქრობ, ეს ქალი უნდა იყოს, რადგან მე რეალურად ქალები ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე კაცები, - თქვა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის დემოკრატი კონკურენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ხმის მიცემამდე უნდა გადადებულიყო. მანამდე, ტრამპმა შესაძლო კანდიდატად შეფასება ფედერალური სააპელაციო სასამართლოს ორ ქალ მოსამართლეს - მი კონი ბარეტს და ბარბარა ლაგოას მისცა. ორივე მათგანი კონსერვატორია, შესაბამისად თუ კანდიდატად რომელიმე მათგანი დასახელდა უზენაეს სასამართლოში ბალანსი რესპუბლიკელების სასარგებლოდ გადაიხრება.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ვაშინგტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მას კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. 

გინსბურგის საქმიანობა გამოირჩეოდა ქალთა უფლებებისა და ადამიანთა თანასწორობისათვის ბრძოლით. ხშირად მას ამერიკული სასამართლოს წამყვან ლიბერალურ სიმბოლოდ მოიხსენიებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი