მოდერატორ დევიდ მიურის კითხვაზე, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ ომში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა. პირველი საპრეზიდენტო დებატებზე ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ტრამპმა თქვა, რომ სურს ომის დასრულება.
კითხვაზე, თუ ფიქრობს, რომ უკრაინის გამარჯვება შეერთებული შტატების ინტერესებშია, დიახ თუ არა, ტრამპმა თქვა: "ვფიქრობ, აშშ-ის საუკეთესო ინტერესშია, რომ ეს ომი დასრულდეს".
მას შემდეგ, რაც ჰარისმა მხარი დაუჭირა პალესტინისა და ისრაელის კონფლიქტის "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას", ტრამპმა თავი აარიდა აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვაზე პაუსხის გაცემას და გაიმეორა მტკიცება, რომ ჰარისსა და დემოკრატებს სძულთ ისრაელი და რომ კონფლიქტები არ მოხდებოდა მისი ადმინისტრაციის პირობებში. ტრამპმა თქვა, რომ "მოაგვარებს ამას" მანამდეც კი, სანამ პრეზიდენტი გახდება.