რუსული კანონი, დემოკრატიის უკუსვლა და ავტორიტარიზმის გაძლიერება ქვეყანაში | სენატში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონი, დემოკრატიის უკუსვლა და ავტორიტარიზმის გაძლიერება საქართველოში - სენატში საქართველოს საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განხილვა გაიმართა. ამერიკელმა სენატორებმა ოლიგარქი ივანიშვილის გუნდი მკაფიოდ გააკრიტიკეს და იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ევროპული მომავლის განმსაზღვრელი იქნება.

საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ და რეპრესიულ პოლიტიკაზე ამერიკელმა კანონმდებლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მომხსენებელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იყო. დამატებითი კითხვების ფორმატში გიგაურმა სამოქალაქო საზოგადოების და სიტყვის თავისუფლების საგანგაშო მდგომარეობაზეც ისაუბრა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი