New York Times ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი, არის ზღვარზე, ნება დართოს უკრაინას გამოიყენოს შორი მოქმედების დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, თუ ის არ იქნება შტატების მიერ მიწოდებული იარაღი.
ბაიდენი პარასკევს ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კირ სტარმერს შეხვდება, სადაც, სავარაუდოდ, განიხილება ეს საკითხი. ცნობილია, რომ ბრიტანეთის მთავრობა სავსებით დასაშვებად მიიჩნევს Storm Shadow ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დასარტყმელად, თუმცა ცნობილია, რომ ლონდონს ვაშინგტონისგან პირდაპირი თანხმობის მიღება სურდა, რათა არ შეიქმანს შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის უთანხმოებაა.
წყაროების ცნობით, ბაიდენს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენი ყოყმანობს, განსაკუთრებით აშშ-ის დაზვერვის გაფრთხილების შემდეგ, რომ რუსეთს შეუძლია ამერიკული ძალების სამიზნეებზე პასუხი ახლო აღმოსავლეთში.