პროკურატურის წვდომა ჩვენ ტელეფონებზე საფრთხისშემცველია - ადვოკატების სოლიდარობა რამიშვილს

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზი ბიუროშია,  გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელსაც პროკურატურამ ექსპერტიზის ჩასატარებლად ტელეფონი ჩამოართვა. თავად მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ  დააკავონ.

მიხეილ რამიშვილისადმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად, გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატებიც მივიდნენ. ვასილ მამულაშვილი, რომელიც ამ წუთებში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთანაა, "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ირღვევა ადვოკატისა და მისი დაცვის უფლებები. 

"სულ რომ გაყალბებული ყოფილიყო ეს ფალსიფიკაციად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან აუცილებელი წინაპირობაა, რომ გამოყენებული იყოს სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის, ანუ მაგალითად, თუ გავაყალბე და წარვადგინე სასამართლოში ან პროკურატურაში. ამ ადამიანმა კი, ეს ინფორმაცია საჯაროდ აფრიალა - ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული." - ამბობს ადვოკატი. 

ვასილ მამულაშვილის თქმითვე, საშიში ტენდენციაა, თუ კი პროკურატურა ამ გზით ადვოკატების ტელეფონებზე წვდომას მოიპოვებს; 

"განჩიენების ამოღება მთლიანად ტელეფონზეც არასწორია, რადგან - შესაძლებელი იყო დათვალიერებით საგამოძიებო მოქმედება, ან მხარის თანხმობით ფოტოსურათები ამოღებულიყო და არ გაეჩინა კითხვები საგამოძიებო უწყებას მთლიანად ტელეფონზე წვდომით. ეს ადვოკატისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ჩვენ არაერთ საქმეზე ვმუშაობთ და ჩვენ ტელეფონებზე თუ ექნებათ წვდომა ეს არ საშიში"

ადვოკატ მამულაშვილისთვის ასევე საინტერესოა, რომ ასე გვიან ღამით პროკურატურა ექსპერტიზას ნიშნავს; "რომ დამჭირდეს ახლა მე და შევიდე ტელეფონზე ექსპერტიზა დამინიშნეთო, გამომაგდებენ. რანაირად ნიშნავენ ამ დროს?!" - გვითხრა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, პროკურატურა მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს და რამიშვილი ამ საქმეში მოწმედაა დაბარებული. კონკრეტულად საქმე სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებული და ყალბია. 

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება. 

რამიშვილს აღნიშნული ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი