ნინო ლომჯარია ყველა წინასაარჩევნო დანაშაულის გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული ყველა დანაშაულის გამოძიებას ითხოვს. 

ამასთან, ომბუდსმენმა ისაუბრა გლდანის ციხეში დაფიქსირებული მუქარისა და არაადამიანური მოპყობის ფაქტებზეც. მან მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 

დაგვიკავშირდნენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომაგდნლები და ამბობენ, რომ აშანტაჟებენ და ემუქრებიან. ჩვენ შსს-ს მივაწოდეთ ყველა ეს ინფორმაცია და მზად ვართ, მათი სურვილის შემთხვევაში, დავეხმაროთ და უზრუნველვყოთ გამოძიების ეფექტურობა. საგანგაშოა ასეთი ფაქტები და იმედი მაქვს, ყველა დაზარალებული აუცილებლად მიმართავს გამოძიებას, - ამბობს ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა მატულობს ხელისუფლების ოპონენტებზე ძალადობის ფაქტები. მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ლაშა ცუცქირიძე, რომელსაც ნიღბიანი პირები 18 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა.  15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი