უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს საფრანგეთის მიერ მიწოდებული რაკეტები რუსეთზე დარტყმისთვის, თავდაცვის მიზნით | საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს საფრანგეთის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის თავდაცვითი მიზნებისთვის - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა

ამრიგად, ის გახდა პირველი დასავლელი მაღალჩინოსანი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ უკრაინამ მიიღო ასეთი ნებართვა. თუმცა, არ უთქვამს, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული SCALP რაკეტები რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმისთვის.

გასულ კვირაში უცხოურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებისთვის დასავლური იარაღით დარტყმების ნებართვები მიიღო აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან, თუმცა ეს ინფორმაციები ამ ქვეყნებს ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.

რუსეთში, სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური შორი მოქმედების იარაღის გამოყენების ორი შემთხვევა დადასტურდა - ამერიკულმა ATACMS-ებითა და ბრიტანული Storm Shadow-თი. 

ბაროს თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა, არ უნდა დააწესონ "წითელი ხაზები" უკრაინის დახმარებაში.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ფრანგული ჯარების გაგზავნა უკრაინაში, მან უპასუხა, რომ - "არც ერთი ვარიანტი არ გამოირიცხება". 

რუსეთის გადაადგილება ერთი კვადრატული კილომეტრით ნიშნავს, რომ ის უახლოვდება ევროპას ერთი კვადრატული კილომეტრით”, - თქვა ბარომ.

მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ნატოში მიწვევის მიმართაც, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის "გამარჯვების გეგმის" მთავარი პუნქტია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი