გაყალბებული არჩევნები, სანქციები "ოცნების" მაღალჩინოსნებს... | ნიკა გვარამიას ვიზიტი სტრასბურგში და შეხვედრები ევროპარლამენტარებთან

გამოქვეყნდა:

დისკუსია საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე - ევროპარლამენტში ქართული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პოლიტიკოსები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებზე მსჯელობენ. ნიკა გვარამიას და თინა ბოკუჩავას მოხსენების პარალელურად, სტრასბურგმა ფაქტობრივად მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება ევროპარლამენტის მთავარი მოთხოვნა იქნება. ხუთშაბათს მისაღები რეზოლუციის საბოლოო ტექსტი თითქმის შეჯერებულია და ცნობილია, რომ მასში ჩაიწერება მოთხოვნა საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. 

ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი ჩართულია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მომზადების პროცესში და დოკუმენტი, რომელსაც სტრასბურგი რამდენიმე დღეში უყრის კენჭს, ფაქტობრივად მთელი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით იქნება მიღებული. საქართველოს საკითხზე გამართულ დისკუსიას წინ უძღოდა ინდივიდუალური შეხვედრები, რომლებზეც პოლიტიკოსები ადასტურებდნენ, რომ მათი შეფასებით არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და რომ ახლა დღის წესრიგშია პერსონალური სანქციების გამკაცრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი