"სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ facebook-ის გვერდზე ავრცელებს

ჩარკვიანის, თქმით ოჯახის ყველა წევრის covid19-ის ორჯერ ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია. 

შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდგინდა. პოლიტიკოსოს დედას კი ინფექცია 13 სექტემბერს დაუდასტურდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფებოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. 12 სექტემბერს მისი კოვიდ ტესტი უარყოფითი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი