აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, ზაკირ ჰასანოვი ამბობს, რომ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ოკუპაციისგან 7 სოფელი გაათავისუფლეს".
განცხადება ჰასანოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს განახლდა. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი.
სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა
კონფლიქტის განახლებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მსოფლიო მასშტაბით: