მარნეულში, ვითარება ამ დროისთვის უკვე განიმუხტა, საპორტესტო აქცია დასრულებულია. ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ არასამთავრობო როგანიზაციის წარმომდეგნლები ჩავიდნენ და ძალადობა გაპორტეტსტეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით ანაგრიში მოამზადონ და საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩააყენონ.
"ქართული ოცნების" წევრების მხრიდან, თავდასხმის სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გახდა, "მთავარი არხის" ჟურნალსიტი, ჯეიჰუნ მუჰამედ ალი.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საოლქო კომისიასთან, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ადგილზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი მივიდა და ვითარების გარკვევას ცდილობდა, ამ დროს იქ იმყოფებოდა "ოცნების" წარმომადგენელი ამირან გიორგაძეც. მათ შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყო, რაზეც "მთავარის" ჟურნალისტმა გიორგაძეს შეკითხვა დაუსვა - "თქვენ დეპუტატს კითხეთ"- უპასუხა გიორგაძემ ჟურნალისტს.
ამის შემდეგ "ოცნების" აქტივისტები უკვე ღია აგრესიაზე გადავიდნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და არაობიექტურობაში დაადანაშაულეს.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის განდიდატი, ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანია რეგიონში კარგად მიმდინარეობს და არცერთ შემთხვევაში არ აწყობთ პროვოკაცია. მან "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ დაადანაშაულა "თიატრალიზებულ პროვოკაციაში".
მარნეულში ვითარება რამდენიმე საათის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან დაიძაბა. "ენმ"-სა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.
მომხდარს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტრადიციულად ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, "ენმ"-ს წევრმა კომისიის წარმომადგენელს პერანგი შემოახია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც და აღნიშნა, რომ ადგილზე საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კი კომისიაში შეჭერას ცდილობდნენ. ცესკო გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გმობს ძალადობასა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას.