მარნეულში "მთავარის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე და საოლქო საარჩევნო კომისიასთან მთელი დღის მანძილზე მიმდინარე დაპირისპირებებზე, პასუხისმგებლობას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ისევ ოპოზიციას აკისრებს.

"ერთადერთი ვისაც არეულობა აწყობს ეს არის ოპოზიცია. მიზეზი არის მარტივი, ეს არის რეიტინგი და ყველა ხედავთ, რომ ეს რეიტინგი უმძიმესია.დღესაც იყო გარკვეული ინციდენტი მარნეულში და ყველას მოვუწოდებთ შეინარჩუნონ  სიმშვიდე. თქვენ გახსოვთ, თუ რა სახით წარიმართებოდა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია. ეს იყო აბსოლურტურად მშვიდი, კონსტრუქციული მომავლაზე ორიენტირებული კამპანია." - ამბობს ირაკლი კობახიძე.   

ცნობისთვის, დღეს დილიდან, მარნეულის ცენტრში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაპირისპირებები დღის ბოლომდე გრძელდებოდა. "მთავარი არხის" 4 თანამშრომლის გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსაც და სამოქალაქო აქტივისტებსაც. 

"მთავარის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ყვება, რომ მას 10 ადამიანი ურტყავდა, თუმცა ვინ, მან იდენტიფიცირება ვერ შეძლო. 

დღის ბოლოს "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, სადაც  დაშავებული "მთავარი არხის" და არც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტები ნახსენები არ ყოფილან. ირაკლი კობახიძის მსსგავსად, მმართველა პარტიამაც  დაპირისპირებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათ მხარდამჭერებს მიაყენეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი