ვგმობთ ძალადობას, ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა დაუშვებელია - თავისუფალი დემოკრატები მარნეულზე

გამოქვეყნდა:

"თავისუფალი დემოკრატები" მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან და ადგილზე განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გმობენ. ამის შესახებ პარტიამ განცხადება საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.  ვეხმიანებით და ვგმობთ მარნეულში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.

მიუღებელი და დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და მათზე თავდასხმა. "თავისუფალი დემოკრატები" მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა! - წერს პარტია.

პარტიის განცხადებით, მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პირობაა და მნიშვნელოვანწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი