ვგმობთ ჟურნალისტებზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას - ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი

გამოქვეყნდა:

პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სხვადასხვა სატელევიზიო არხების ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად გმობს.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთა წარმომადგენლებიც შემჩნეული იქნებიან მედიის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

სამწუხარო რეალობაა, ყოველი არჩევნების წინ არეულობა სწორედ მარნეულიდან იწყება.ყველას კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარმართული საარჩევნო კამპანიები და უშუალოდ კენჭისყრის დღე,- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა.

პარტიის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, თამარ ჭონიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საარჩევნო გარემოს აზიანებს და ამომრჩეველში ნიჰილზმს ნერგავს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი