"ეს არის "ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგია და კამპანია" - ნიკა გვარამია მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარის არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მედიაზე თავდასხმისთვის პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერებს, ვინც ძალადობრივ დაპირიპირებას წინასააჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პირდაპირ ახალისებენ. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე არხის გენერალური დირექტორი ჩავიდა და ნაცემი ჟურნალისტი პირადად მოინახულა. 

სერიოზული საფრთხდე არ ემუქრება მის ჯანმრთელობას, საბედნიეროდ. მე ოპერატორებიც მოვიკითხე და ნორმალურად არიან. ყველაფერი წესრიგშია იმედია ჯანმრთელობის მხრივ. ქვეყანაში ყველაფერი წესრიგში არ არის დღის ბოლოს არა და თბვის ბოლოს ამასთან დაკავშირებით იმედი ამქვს სასიხარულო განცხადებას გავაკეთებ, ეს არის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგია და კამპანია, მეტი "ქართულ ოცნებას" არაფერი არ დარჩენია, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების გარდა, ეს ამ ქვეყანაში არ გმაოვა არავითარ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" ერთ თვეში აღარ იქნება, - ამბობს ნიკა გვარამია 

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი