"ოპერატორს ერთი-ორჯერ მოხვდა მუშტი" - "პირველი არხის" ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

"პირველი არხის" ჟურნალისტსი რუსუდან ლოლაძე ამბობს, რომ მის ოპერატორს ტავს დაესხა ორი ადამიანი. მისივე თქმით, დაშავებულ ოპერატორს მუშტი რამდენჯერმე მოხვდა. 

ორი მაღალი, ჩასმული ახალგაზრდა ბიჭი დაეტაკა, ერთმა კამერა გამოგლიჯა ხელიდან მეორემ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.სერიოზული დაზიანება ჩემ ოპერატორს ესე გარეგნულად არ აქვს, თუმცა ერთი-ორჯერ მოხვდა მუშტი. კამერის ნაწილები ვიპოვეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტული. ეს კამერა რამდენიმე წუთის წინ დაილუქა, საბედნიეროდ იქ არის ჩიპი, მოძალადებმა ვერ მაოხერხეს ჩიპის ამოღება. იმედი გვაქვს, რომ ამ მასალაზე ჩანს იმ ადამიანების სახე და კადრები თუ ვინც იძალადა ოპერატორზე, - თქვა რუსუდან ლოლაძემ

შეგახსენებთ, გუშინ, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. 

ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.  

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი