ოპოზიციის თქმით, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის "ოცნება" ყველანაირ პროვოკაციაზე წავიდა და პროცესები სამოქალაქო დაპირიპირებისკენ მიჰყავს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მარნეულშ მომხდარი დაპირისპირება ხელისუფლების მიერ არის "ორკესტრირებული"
ეს არის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული, ხელისუფლების, რომელიც აგებს არაჩევნებს. მოცემულობის შეცვლას ცდილობს ამგვარი ძალადობით, არამხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე, ახლა უკვე ჟურნალისტებზე, თქვენი არხის წარმომადგენელზე. ეს წაგება არის გარდაუვალი და რაც მეტს იძალადებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების დღემდე, უფრო სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს მას საერთაშორისო პარტნიორების თვალში,- თქვა თინა ბოკუჩავამ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" გირიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ სრული განუკითხაობა არის მარნეულში, ბოლნისში, გლდანულაშიც.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" თავის თავს გამოუტანა ვერდიქტი. უდუმაშვილის თქმითვე, ხელისუფლების მხირადნ მარნეულში "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმა მიანიშნებს იმას, რომ ეს
ხელისუფლება "დასრულებადია".
"ევროპული საქართველოდან" მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ მოძალადე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუდნი. მისივე თქმით, ყველა უნდა გერთიანდეს იმის წინააღმდეგ, ვინც ებრძვის თავისულად სიტყვას.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში გვიან ღამით ჩავიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ "ჯეო-ჰოსპიტალში" და ავერსის კლინიკაში თავდასხმის შემდეგ დაშავებულები მოინახულეს.
ცნობისთვის, მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.
მანამდე მარნეულში საღამოს მომხდარი დაპირისპირებისას ენმ-ს საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე და მასთან ერთად მყოფი პირები დაშავდნენ. ქველაძე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადიაყვნა. დამტვრეულია მისი მანქანაც.