"მთავარი არხის" ჟურნალისტი გამომძიებელთან ერთად ექსპერტიზის ბიუროში მივა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი გამომძიებელთან ერთად ექსპერტიზის ბიუროში ცოტახანში მივა, იმის დასადგენად თუ რა სახის დაზიანებები მიიღო მარნეულში თავდასხმის შედეგად. 

დღეს მოვედი პოლიციის სამმართველოში. გამომძიებელმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდა წავიდეთ, დღეს ჩემს სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა გამოვიკვლიოთო. ახლა ვედოდები, რომ გამომძიებელს გავყვე რუთავში ექსპერტიზაზე, -თქვა ჯეიჰუნმა 

ჯეიჰუნმა უკვე მოახერხე ერთ-ერთი თავდასხმელის ამოცნობა, რომელიც "ოცნების" წევრია და მის ვინაობასს გამომძიებლებს ეტყვის. ამ დრომდე პოლიციას არცერთი თავდამსხმელი არ გამოუკითხავს, ჯეიჰუნი კი ეფექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს.

"მთავარზე" გავიდა სიუჟეტი, სადაც ახალი სახეები ვნახე. ერთ-ერთის სახე იქიდან ამოვიცანი ის პირი, რომელიც მე მარჯვენა მხრიდან მუშტი მიქნია, ოღოდნ დამარტყვა თუ არა ეგ ვერ დავინახე. ხელი, რომ ჰქონადა აწეული და მერე, ერთი ხელი ჩემს საროჩკაზე წაავლო, ეს მახსოვს. კისერზე დაზიანებები, ზუსტად მაგ დროს მივიღე და საროჩკა მაგ დროს დახეულიც მქონდა. ამ პირის სახე ვიცანი. ასევე კიდე ერთი პიროვნების სახე ვიცანი, რომლის სახელი და გვარი ვიცი, ის არ იყო თავდამსხმელი, დიდი ალბათობით. თავიანთი წრეს კარგად იცნობს. თვითონ იქვე იყო, იმ ადგილას და გამომძიებლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოწმე დაკითხონ - თქვა ჯეიჰუნმა. 

შეგახსენებთ, 29სექტემბერს მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს დაესხნენ თავს. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც. ადგილზე ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც. 

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ  კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინ არაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი