რატომ არიან სირიელი მებრძოლები ყარაბაღში - მაკრონი ტონს ამკაცრებს და თურქეთისგან ახსნას ელოდება

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სირიელი ჯარისკაცები ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან. პრეზიდენტმა თურქეთს მოსთხოვა ახსნას რატომ არიან ჯიჰადისტი სირიელი სამხედროები აზერბაიჯანში. მან მომხდარს წითელი ხაზის გადაკვეთა უწოდა.

სირიელი მებრძოლები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულია, ჯიჰადისტებისგან შემდგარი სამხედრო დაჯგუფებები მთიან–ყარაბაღში სირიის ქალაქ ალეპოდან თურქეთის გავლით, ქალაქ გაზიანტეპიდან მოხვდნენ, – თქვა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ მაკრონი კონფლიქტის გაღვივებაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს და თურქეთს მშვიდობის მოწინააღმდეგეს უწოდებს.

აზერბაიჯანი სირიელი ჯარისკაცების მიღებას უარყოფს და სრულ სისულელეს უწოდებს.

თურქეთი ამ თემასთან დაკავშირებით დუმს. მანამდე, 30 სექტემბერს თურქეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებდა. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა კი სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

სომხეთში ამბობენ, რომ სირიელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ადგილობრივ აზერბაიჯანელებთან კონფლიქტიც აქვთ. ბრიტანული სადამკვირვებლო ჯგუფიც, რომელიც სირიის კონფლიქტს შეისწავლის, აცხადებს, რომ აზერბაიჯანში პირველი სირიელი სამხედრო უკვე დაიღუპა.

Rauters-მა 28 სექტემბერს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის დავალებით ყარაბაღში გადასასვლელად მობილიზებული ორი ჯგუფი შენიშნა. ერთ-ერთმა გამოკითხულმა სამხედრომ კომენტარი გააკეთა: "წასვლა არ მინდა, მაგრამ ფული არ მაქვს, ცხოვრება ძნელია, ამ მისიაში თვეში 1500 დოლარს გადამიხდიან". სამხედროების ცნობითვე, თურქეთი მათ საბრძოლო მისიით, აზერბაიჯანის გარდა, ლიბიაში წასვლასაც სთავაზობდა.

რაც შეეხება რუსეთს, სომხეთის ელჩი რუსეთში ინფორმაციას ავრცელებს, რომ თურქეთის დავალებით აზერბაიჯანში უკვე 4000 სირიელი ჯარისკაცია გადაყვანილი. ელჩის თქმით, რუსეთი ჯერ ამ ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი