რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტში ოლიგარქი ევგენი ევტუშენკოვიც მოხვდა. ევროკავშირის ცნობით, ევტუშენკოვს "დიდი ხნის ურთიერთობა აქვს ვლადიმერ პუტინთან და ესწრებოდა ბიზნესმენთა შეხვედრას კრემლში უკრაინაში შეჭრის დაწყების დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს".
ევტუშენკოვი არის AFK Sistema-ს დამფუძნებელი და აქციების 49,2% მფლობელი. მან 2022 წლის ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, რუსი მილიარდერების რეიტინგში 51-ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 1,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
AFK Sistema არის ფირმების გაერთიანება, რომელსაც ბიზნეს ინტერესები აქვს რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ფლობს, ან აკონტროლებს კომპანიებს. Sistema AFK ასევე ჩართულია ინფორმაციის, კომუნიკაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების სექტორებში, მათ შორის PJSC Mobile TeleSystems (MTS) წილის მეშვეობით.
ევროკავშირმა სანქციების მე-16 პაკეტი დღეს, პუტინის ომის დაწყების 3 წლისთავზე დაამტკიცა.
ევტუშენკოვი სანქცირებულია აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერაც.
შეგახსენებთ, 2022 წელს გავრცელდა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი და ევტუშენკოვი საუბრობენ.
იხილეთ: