დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას გააგრძელებს, თუმცა ლონდონისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული უფრო შეზღუდული შესაძლებლობები გაართულებს აშშ-ის მიერ შეჩერებული მონაცემების ჩანაცვლებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთი ასევე გააგრძელებს დაუმუშავებელი მონაცემების ანალიზს, თუმცა სადაზვერვო პრაქტიკის შესაბამისად, ის არ გადასცემს აშშ-ის ინფორმაციას, რომელსაც ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებითთ იღებს.
"ის [ბრიტანული დაზვერვის მონაცემები] არ არის იმდენად შორს მიმავალი, როგორც აშშ-ის შესაძლებლობები, არ არის იმავე მასშტაბის და ვერ დაიკავებს მათ ადგილს, თუმცა საშუალებას მისცემს უკრაინას შეინარჩუნოს და უზრუნველყოს გარკვეული ადრეული გაფრთხილება თავდასხმის შესახებ და რუსეთის წინააღმდეგ ღრმა დარტყმის გარკვეულ შესაძლებლობას მისცემს," - თქვა უაითჰოლის ყოფილმა ინსაიდერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა გუშინ, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა.