მაიკ უოლცის განცხადებით, რუს კოლეგას "მომდევნო დღეებში" შეხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აცხადებს, რომ რუს კოლეგას "მომდევნო დღეებში" შეხვდება. ეს განცხადება უოლცმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში შხვედრა დასრულდა.

"ვაპირებთ, რომ რუსულ მხარეს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით, შევხვდეთ. უახლოეს დღეებში ჩემს რუს კოლეგას გავესაუბრები. უახლოეს რამდენიმე დღეში მარკო რუბიო შეხვდება დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს. 13 მარტს თეთრ სახლს ეწვევა NATO-ს გენერალური მდივანი და ჩვენ პროცესის შემდგომ განვითარებაზე ვიმუშავებთ", - თქვა უოლცმა.

ამავე თემაზე: 

"აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს დახმარებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას - უკრაინა თანახმაა 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს" | საუდის არაბეთში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

"მზად ვართ მშვიდობისთვის, ომის დასრულების ან გაგრძელების მზაობა რუსეთმა უნდა აჩვენოს" | ზელენსკის თქმით, უკრაინა თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე

"ბურთი ახლა მათ მოედანზეა" | რუბიოს თქმით, რუსეთმა უნდა აჩვენოს მშვიდობისკენ მზაობა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი