ტრამპის თქმით, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება. ინფორმაციას Sky news ავრცელებს. ეს განცხადება ტრამპმა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ამასთან, Sky News-ის ცნობითვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში "აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გამორიცხავენ".

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს. ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაელაპარაკება. 

ამავე თემაზე: 

"აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს დახმარებას, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას - უკრაინა თანახმაა 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს" | საუდის არაბეთში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

"მზად ვართ მშვიდობისთვის, ომის დასრულების ან გაგრძელების მზაობა რუსეთმა უნდა აჩვენოს" | ზელენსკის თქმით, უკრაინა თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე

"ბურთი ახლა მათ მოედანზეა" | რუბიოს თქმით, რუსეთმა უნდა აჩვენოს მშვიდობისკენ მზაობა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი