"გიყენებენ საზარბაზნე ხორცად" - ლევან სამუშია "ოცნების" აქტივისტებს

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ "ოცნება" თავის აქტივისტებს საზარბაზნე ხორცად გამოიყენებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

მე მინდა მივმართო მათ აქტივისტებს, რომლებსაც გეშავენ პირდაპირ და ეუბნებიან, თითქოს აძლევენ, რაღაცა იმუნიტეტს, ვერანაირი იმუნიტეტი ვერ დაგიცავთ, გამორიცხულია. უბრალოდ, მეგობრებო, გიყენებენ საზარბაზნე ხორცად და ყველა აღმოჩნდებით შემდგომ საბრალდებო სკამზე, ვინც დანაშაულს ჩადიხართ, - თქვა ლევან სამუშიამ 

გადაცემაში სამუშიამ ასევე ისაუბრა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებზე  გახშირებული თავდასხმების შესახებ. სამუშიას თქმით, დღეს პროვოკაციები მხოლოდ "ოცნებას" აწყობს. 

ხელისუფლება კარგად გრძნობს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება. ასევე კარგად იცის, რომ თუნდაც თავდასხმები მას აზიანებს....ოპოზიციის გამოყვანა უნდა წყობიდან და უნდა ჩარევა უმართავ სიტუაციაში ხელისუფლებას. თუ ვინმეს დღეს აწყობს პროვოკაციები, ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლება, - ამბობს სამუშია 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდრი თავდასხმებიდან ყველაზე გახმაურებულ ინციდენტებში მმართველი პარტიის მხრდამჭერები და აქტივისტები ფიგურირებენ:  27 სექტემბერს გლდანულაში, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, თავს დაესხნენ, ქვები დაუშინეს. 24 სექტემებრს ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა.  18 სექტემებერს, ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა.  15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი