მედია: საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა. ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის და უკრაინის დელეგაციები შეხვედრაზე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას განიხილავდნენ, რომელიც ენერგეტიკის ობიექტებსა და შავ ზღვას ეხება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მხარეები ერთობლივ განცხადებას დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებდნენ. CBS-ი კონკრეტულ საათსაც ასახელებდა - განცხადება თბილისის დროით 12:00 საათზე უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა დაახლოებით 2 საათში, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგები არ გამოქვეყნდება

 

ამავე თემაზე: 

"საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებები რთული, მაგრამ კონსტრუქციული იყო" - "უახლოეს მომავალში დადებითი განცხადებაა მოსალოდნელი" | რას ამბობს კარასინი და რა მოლოდინი აქვთ თეთრ სახლში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი