დამირეკეს დაზარალებულად უნდა გცნოთო, ისე როგორც ლაშა ქველაძეს დაურეკეს - გიორგი მუმლაძე პოლიციაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

მარნეულის პოლიციამ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე დაკითახვაზე დაიბარა. ინფორმაციას მუმლაძე Facebook-ზე ავრცელებს

დამირეკეს დაზარალებულად უნდა გცნოთო, ისე როგორც ლაშა ქველაძეს დაურეკეს (სინამდვილეში მოატყუეს და დააკავეს), მივალ  20 წუთში პოლიციაში და იმედია მთლად სომალად არ გადავიქცევით დღესვე  - წერს მუმლაძე

ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ 2 ოქტომბერს მარნეულის პროკურატურას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. 

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს, მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირებისას გიორგი მუმლაძეს "ოცნების" აქტივისტებმა სცემეს. იმავე დრეს თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს და "ენმ"-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, მამა-შვილ ქველაძეებს.

გიორგი ქველაძე პოლიციამ დღეს დააკავა. მარნეულის პოლიციის განყოფილებაში ქველაძე დღეს დილით ადვოკატთან ერთად მივიდა, ის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ელოდებოდა, თუმცა ბრალი წაუყენეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი