"თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელია, ჩვენ [აშშ] უნდა გავეცალოთ... გვსურს, რომ ის დასრულდეს, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის" | მარკო რუბიო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და გაეცალოს. ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზიდან გამგზავრებამდე განუცხადა. 

"თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელია, ჩვენ უნდა გავეცალოთ. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და ვსაუბრობ დღეების საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება [ომის დასრულება]," - განაცხადა რუბიომ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის და სტივ უიტკოფი პარიზში ჩავიდნენ, რათა "დაეწყოთ საუბარი უფრო კონკრეტულ მონახაზებზე, თუ რა შეიძლება დასჭირდეს ომის დასრულებას" და არის თუ არა ეს ომი, რომლის დასრულებაც შესაძლებელია.

"თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტი ალბათ იმ ეტაპზეა, როდესაც იტყვის, რომ დავასრულეთ... 

ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას და ჩვენ გვსურს, რომ ის დასრულდეს, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. 

პრეზიდენტმა (ტრამპმა) 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს დონეზე და არაერთი ძალისხმევა გაწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან," - განაცხადა რუბიომ.

შეგახსენებთ, მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ევროპელ და უკრაინელ მოკავშირეებს გუშინ, პარიზში შეხვდნენ

ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს ტელეფონით ისაუბრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი