პუტინის მიერ გამოცხადებული "სააღდგომო ზავის" შემდეგ, რუსებმა კონსტანტინოვკასთან საევაკუაციო ავტოკოლონა დაბომბეს - როგორც ერთ-ერთი მოხალისე, ჰუმანიტარული მისიის თანამშრომელი, ევგენი ტკაჩოვი უკრაინულ მედიასთან საუბრობს, სოფელ ზარიადან ცოლ-ქმარი გამოჰყავდა, რა დროსაც თავს დრონებით დაესხნენ.
"აი, ასეთია "სააღდგომო ზავი", - ამბობს ტკაჩოვი გავრცელებულ ვიდეოში.
მისი თქმით, მათი ავტომობილის უკან კიდევ ორი მანქანა იყო, რომლებსაც ომის ეპიცენტრიდან ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები გამოჰყავდათ.
ცნობილია, რომ დაშავდა თავად ტკაჩოვი და კიდევ ერთი მოქალაქე. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.