"დღის დასაწყისიდან, რუსეთის არმიამ პუტინის "ცეცხლის შეწყვეტა" 2 000-ზე მეტჯერ დაარღვია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დღის დასაწყისიდან, რუსეთის არმიამ პუტინის "ცეცხლის შეწყვეტა" 2 000-ზე მეტჯერ დაარღვია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და 20:00 საათის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმებს აქვეყნებს.

"მთავარსარდალ სირსკის მოხსენება 20:00 საათისთვის. აღდგომა დღე... ამ დროის მონაცემებით, დღის დასაწყისიდან, რუსეთის არმიამ პუტინის "ცეცხლის შეწყვეტა" 2 000-ზე მეტჯერ დაარღვია. უკვე განხორციელდა 67 რუსული თავდასხმა ჩვენს პოზიციებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ყველაზე მეტი პოკროვსკის მიმართულებით. სულ დაფიქსირდა რუსული დაბომბვის 1 355 შემთხვევა, მათგან 713 მძიმე შეიარაღებას ეხებოდა. რუსებმა FPV 673-ჯერ გამოიყენეს..." - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა, თუმცა პუტინის ამ ბრძანებიდან მალევე, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსებმა ხერსონის ოლქს შეუტიეს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მოგვიანებით, რუსეთმა უკრაინის არაერთი ოლქი დაბომბა. ცეცხლი გაუხსნა საევაკუაციო ავტოკოლონასაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი