სამწუხაროა, რომ საქართველომ არ დაუცადა ვენეციის კომისიის დასკვნას - ევროკავშირი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანა ისე, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

განცხადებას საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ ცვლილებზე ევროკავშირიც ავრცელებს, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტმა თავად მოითხოვა ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციების მიღება, თუმცა შემდეგ დასკვნას არ დაელოდა და ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ნდობა შექმნილიყო.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ დაუცადა ვენეციის კომისიის დასკვნას კანონთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა მხარემ თავადვე მოითხოვა, და რომელიც სულ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ნდობა გაჩნდეს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. 

ევროკავშირი შეაფასებს მიღებულ ცვლილებებს და მის შედეგებსაც; ამისათვის კი, რასაკვირველია, გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც. აქვე, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველო შემდგომში მაინც გაითვალისწინებს კომისიის რეკომენდაციებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

ეთიკისა და ჩართულობის მაღალი სტანდარტები გადამწყვეტია საქართველოსთვის, რომ ის იყოს საიმედო, როგორც მისი მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის წინსვლისთვის, - ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

აღსანიშანავია, ისიც რომ დამკვირვებლებმა საქართველოში მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში, ოპოზიცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ხელისუფლება არ დაელოდებოდა ვენეციის კომისიას. მაშინ როცა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მართმსაჯულების რეფორმირებაზე საუბრისას, თავს იწონებენ 2012 წლის შემდეგ გატარებული ძირეული რეფორმებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი