"EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, თუ ამ კვირაში მშვიდობისკენ პროგრესი არ იქნება" | მერცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მეტად მკაცრ სანქციებს დააწესებს, თუ კრემლი კვირის ბოლომდე მშვიდობიანი მოლაპარაკებების მიმართულებით ნაბიჯებს არ გადადგამს.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ - ევროპულ დონეზე სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრებისთვის", - თქვა მერცმა.

მისივე თქმით, ახალი შეზღუდვები რუსეთის ენერგეტიკის სექტორსა და ფინანსურ ბაზარს შეეხება.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 15 მაისს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. თურქეთში პირადად მიემგზავრება ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პუტინთან შეხვედრას მოითხოვს. ჩავა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ამ დრომდე უცნობია. კრემლში აცხადებენ, რომ მათი დელეგაცია ხუთშაბათს სტამბოლში იქნება, თუმცა რა შემადგენლობით, ჯერ უცნობია. 

თურქეთში მიემგზავრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებიც - კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი