პესკოვის თქმით, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების დელეგაციის შემადგენლობა მაშინ გამოცხადდება, როცა ამის განკარგულებას პუტინი გასცემს

გამოქვეყნდა:

კრემლი ჯერ არ გაასაჯაროებს, თუ ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე. შესაბამისი განცხადება კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

ამასთან, პესკოვის მტკიცებით, რუსეთის დელეგაზია სტამბოლში აუცილებლად ჩავა.

"ამ გეგმაში არაფერი შეცვლილა. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როცა პრეზიზიდენტისგან [პუტინისგან] შესაბამის განკარგულებას მივიღებთ. ჯერ ასეთი მითითება არ ყოფილა. რუსული დელეგაცია დაელოდება უკრაინას სტამბოლში, 15 მაისს, ხუთშაბათს, ანუ ხვალ", - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 15 მაისს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. თურქეთში პირადად მიემგზავრება ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პუტინთან შეხვედრას მოითხოვს. ჩავა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ამ დრომდე უცნობია. კრემლში აცხადებენ, რომ მათი დელეგაცია ხუთშაბათს სტამბოლში იქნება, თუმცა რა შემადგენლობით, ჯერ უცნობია. 

თურქეთში მიემგზავრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებიც - კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი