"რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის" | თურქეთის საგარეო უწყების პასუხი ზახაროვას განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრა ჯერ ჩანიშნული არ არის. ინფორმაციას CNN-ი უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს პასუხია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მხარეებს შორის შეხვედრის დრომ "თურქული მხარის თხოვნით, დღის მეორე ნახევრისკენ გადაიწია".

მან ასევე გაავრცელა ინფორმაცია დელეგაციების ადგილსამყოფლის შესახებ:

- რუსეთს ტექნიკური დელეგაცია სტამბოლში იმყოფება.

- ამერიკის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ასევე სტამბოლშია.

- უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაშია, სადაც ქვეყნის ლიდერს, რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

- ანტალიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

უკრაინის დელეგაციაში შედიან : პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსტემ უმეროვი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

ცნობილია ასევე რუსული დელეგაციის შემადგენლობაც - მასში შედიან: რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, არმიის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი. დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის პრეზიდენტი არ არის.

ამავე თემაზე:

ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი