ზელენსკი, რომში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა

"კარგი შეხვედრა მქონდა ჯ.დ. ვენსთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან, რომში.

ჩვენი საუბრის დროს განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა გაგზავნა გადაწყვეტილების მიმღები პირების დაბალი დონის დელეგაცია. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას რაც შეიძლება მალე.

ჩვენ ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის თანამშრომლობას, საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას და მომავალ პატიმრების გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია მანამ, სანამ ისინი ომის შეჩერებას არ მოისურვებენ. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ზელენსკისა და ვენსი ერთმანეთს, პირველად, დღეს ვატიკანში, პაპ ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიაზე შეხვდნენ

დღეს ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაცია შედგა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიც. იტალიაში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, კანადის პრემიერი, არგენტინის პრეზიდენტი და სხვა პირველი პირები, მონარქები და პრემიერები. ინაუგურაციის წირვის შემდეგ ზელენსკი რომის პაპსაც შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი