აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს, აშშ მოლაპარაკებებიდან გავა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პუტინთან 2-საათიანი სატელეფონო საუბრის დროს, კრემლის ლიდერს პირდაპირ ჰკითხა: "როდის დაასრულებს ამ სისხლის ღვრას?". ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას სჯერა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს.
"აქ ძალიან დიდი ეგოები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება. თუმცა, თუ არ მოხდება, მე უბრალოდ გავალ და მათ გაგრძელება მოუწევთ. [პუტინს მასთან შეხვედრაზე ვესაუბრე] - მას ამაზე ველაპარაკე", - თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, პუტინთან საუბრის დროს "გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს".
ამავე თემაზე: