
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა, თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა. ასადის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მთავარი ფიგურაა დაპირისპირებაში და მის გამწვავებას ხელს უწყობს.
ასადისვე თქმით, თურქეთი აზერბაიჯანს დამატებით სამხედრო დაჯგუფებებსაც უგზავნის, რასაც თავის მხრივ, თურქეთი არ ადასტურებს და ბრალდებას სომხეთის „ბნელ პროპაგანდას“ უწოდებს. ფაქტი უარყო ოფიციალურმა აზერბაიჯანმაც.
ცნობისთვის, თურქეთი სირიელი ჯარისკაცების ყარაბაღში გადასროლაში საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ მაკრონი კონფლიქტის გაღვივებაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს და თურქეთს მშვიდობის მოწინააღმდეგეს უწოდებს.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება.