
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სიღრმეში შეაღწიეს და სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გამაგრდნენ. კერძოდ, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა ჯებრაილის რაიონის დასახლებული პუნქტი შუქურბეილი.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება და მათ მიერ დაკავებული შუქურბეილიდან პირველ კადრებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად ორივე მხარე აცხადებდა, რომ დასათმობი არაფერი აქვთ და სამშვიდობო მოლაპარაკების ნიადაგს ვერ ხედავენ, თუმცა გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა დათმობებისთვის, თუ იგივე ნაბიჯს ოფიციალური ბაქოც გადადგამს.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ „მთავარი“ ყოველი დღის ბოლოს შემაჯამებელ აღწერას განახლების რეჟიმში აქვეყნებს, ჩვენი გადამღები ჯგუფი კი კონფლიქტის ზონაში მუშაობს და ყოველდღიურად ამზადებს როგორც ვიდეო, ასევე ფოტორეპორტაჟებს.