"მთავარის" ფოტორეპორტაჟი კონფლიქტის ზონიდან

გამოქვეყნდა:

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება მე-10 დღეა გრძელდება.  "მთავარის" გადამღები ჯგუფი დაბომბილი ქალაქებიდან ფოტო რეპორტაჟს გთავაზობთ. 

ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაპირისპირებისას  გუშინ, კიდევ ერთხელ, დაიბომბა განჯასტეპანაკერტი და შუშა.

უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მყოფ პირებს, უწყებები სთხოვენ, რომ შესაბამისი აღჭურვილობით იმოძრაონ.

მინგეჩაურში ჭურვის ჩამოგდების დროს საცხოვრებელ სახშლი მყოფი პირები გარეთ იმყოფევოდნენ. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 3 ადგილობრივი დაშავდა, მათგან ერთი რეანიმაციაშია.

ცნობისთვის, განჯის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქ ტერტერსა და გორადიზზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო

დამატებით, ვიდეო და ფოტო მასალა კონფლიქტის ზონიდან შეგიძიათ ნახოთ აქ.

 

ავტორები: ლევან კალანდია, ნინო გაზდელიანი

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი