აზერბაიჯანის არმიის ნავთობპროდუქტების დიდი მარაგი განადგურებულია - სომხეთი

გამოქვეყნდა:

სომხეთის ცნობით, ყარაბაღის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანის არმიის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნავთობპროდუქტების კიდევ ერთი დიდი მარაგი გაანადგურა. ვიდეოს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშან სტეფანიანი, Twitter-ზე ავრცელებს.

სტეფანიანის თქმით, აზერბაიჯანი მთელი ღამის განმავლობაში ჯებრაილის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა, მაგრამ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი ზუსტი სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლით შეაკავეს.

"ცოტა ხნის წინ, მტრის ნავთობპროდუქტების საწყობი სომხური შენაერთების ხანძრის შედეგად განადგურდა. ახლა წარმატების მისაღწევად ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს", - წერს სტეფანიანი.

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, მთიან ყარაბაღში, 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე გრძელდება.  

6 ოქტომბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სომხეთი ინფორმაციას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ნავთობსადენის ინფრასტრუქტურის დაზიანება მის ინტერესებში არ შედის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი