სადელიმიტაციო კომისიის წევრების დაკავებას წინ უძღოდა საგამოძიებო მოქმედებები ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთი თვის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის განყოფილებაში პროკურატურის წამრომადგენლები შევიდნენ და გარკვეული მასალების ძებნა დაიწყეს.
პროკურატურიდან მოვიდა წერილი, რომ ჩვენ გვაქვს ელექტრონული კატალოგი, ფონდი გვაქვს კარტოგრაფიის და იმ ფონდში აინტერესებდათ 1938 წლის რუკები და მოვუძიეთ ეს რუკები და ვანახეთ და იმუშავეს ამ რუკებზე და წავიდნენ. მიზეზი - დავითგარეჯის საზღვრების დადგენაზე მუშაობდნენ და სურათებიც დავუსკანერეთ და ციფრულადაც იმუშავეს, როგორც მკითხველებმა ისე იმუშავეს, - ამბობს ლევან თაქთაქიშვილი ეროვნული ბიბლიოტეკის კარტოგრაფიის განყოგილების ხელმძღვანელი
ოპოზიციის წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებას აფასებენ, როგორც პოლიტიკურ სპეკულაციას და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან სამართლებრივი დევნის მსხვერპლი.
რეალური ამოცანა, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას არის, რომ დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინახელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ და წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ სიკვდილის, გარდაცვალების ფაზაში მყოფმა პოლიტიკურმა რეჟიმმა ბიძინა ივანიშვილის, სცადოს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუოს რაღაცა მოგონილი ზღაპრებით, წინა ხელისუფლების მიერ ჩდენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ, - ამბობს სალომე სამადაშვილი
"ევროპულის საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ივერი მელაძის დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასარჩევნოდ, რაღაც საქმე მოიგონა.
შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს დავითგარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში, დაკითხვაზე დაიბარეს კომისიის ყოფილ წევრებიც.
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.