მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამბობს, რომ თუ წინა ხელისუფლება გარეჯში მიწებს ასხვისებდა, საპატრიაქროს მხრიდან რატიომ ხდებოდა ამის იგნორირება და რატომ არ დაიწერა ერთი ღია განცხადება მაინ - ამის შესახებ მან "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
როდესაც ისინი ამბობენ, რომ მანამდეც იყო ამ საკითხზეც მსჯელობა, ეს არის სიცრუე. ჩვენ არანაირი დოკუმენტი არ გაგვაჩნია, არც საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალური განცხადება ყოფილა, რომ გარეჯის მიწებს ასხვისებს მთავრობა, ანუ წინა მთავრობის პერიოდში, თუ იყო მსგავსი რამ, მაშინ საპატიარქომ, რატომ არ დაწერა ერთი განცხადება, ან რატომ ვერ მოვისმინეთ ჩვენ მათგან ღიად, რომ აი ეს ტერიტორიები სხვისდება და თუ კომისიის წევრები იყვნენ დამნაშავეები, რატომ არ ამხილეს? - ამბობს მამა ანდრია სარია
მღვდელმონაზონი-მამა ანდრია გადაცემაში ასევე ამბობს იმასაც, რომ პირველად დავითგარეჯის თემით სპეკულირება საპატრიაქრომ დაიწყო.
საპატრიარქო, უკვე მრავალი წელია მხილებული არის სახელმწიფოსთან, ასე ვთქვათ, პირდაპირ ურთიერთობაში, ნებისმიერი ხაზით შეიძლება ეს აღვწეროთ და ზოგადად, როდესაც კომისიაზეა საუბარი, რაც არაერთგზის აღინიშნა. პირველ რიგში, საპატრიარქო იყო, რომემლაც პრეზიდენტის განცხადების შემდგომ დაიწყო ამ თემით სპეკულირება და ერთი თვით ადრე, როდესაც უბრალოდ, მძიმე პერიოდი უდგას იგივე საქართველოს. სომხეთის და აზერბაიჯანის ომი პირდაპირ აისახება საქართველოზეც, ანუ ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ, იმაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი და ასეთ დროს საპატრიარქოს პირდაპირ პრორუსული განწყობა ქვეყნის უბედურებისკენ წარმგზავნელია და ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ, - თქვა მამა ანდრია სარიამ.
შეგახსენებთ, დელიმიტაცია-დემარკაციის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს, 2 ოქტომბერს კი თავად ბრალდებული ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს დავითგარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.