"მორიგი პოლიტიკური და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე" - ოპოზიცია დავითგარეჯის კომისიის წევრების დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

მორიგი პოლიტიკური და თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - ასე აფასებს ოპოზიცია დავითგარეჯის კომისიის წევრების დაკავებას

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გამოძიების დაწყება, მთავარ პროკურატურას დამოუკიდებლად არ მიუღია და პროცესები ახლა ოლიგარქის სასახლიდან იმართება.

ეს იყო ზუსტად, ეს ამაზრზენი და საზიზღარი მცდელობა, რომ როგორმე მოიპოვონ, რაღაც მათი გადმოსახედიდან, წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაღაც შეთითხნილი ბრალდებები, ჩვენებები. არ ვიცი ახლა რა იხარშება მათ ასეთ ავადმყოფურ წარმოსახვაში. რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი ბინძური, ამაზრზენი კამპანია აგებული "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პროკრემლისტური იდეოლოგების მიერ, - ამბობს ხატია დეკანოიძე 

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბოლომდე გაჰყვებიან დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, ღირსების დაცვას და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენას. 

პარტია "სამართლიანობისთვის" მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკა ბესელიას თქმით, ასეთი ფორმით ამ თემის გახსნა ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ახალი მწვავე კონფლიქტი იხსნება. 

ყველაზე საეჭვო კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამოძიების დაწყებაა, რაც პოლიტიკოსებს არწმუნებს, რომ პოლიტიკური პროკურატურის მიზანი, გარეჯის კომისიის წევრებისგან, წინა ხელისუფლების საწინააღმდეგო ჩვენებების მიღებაა.

ცნობისთვის, დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საგამოძიებო უწყება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა. 

ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო საქართველოს
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი