მწუხარებას გამოვთქვამთ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონსპროექტის დამტკიცებაზე - ვენეციის კომისია

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისია, რომელსაც ქართულმა მხარემ თავად მიმართა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე, რეკომენდაციები გამოეთქვა, დღეს მწუხარებას გამოთქვამს, იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანომ, მესამე მოსმენით და საბოლოოდ კანონი დამტკიცდა, ისე რომ საქართველო არ დაელოდა რეკომენდაციებს, რომელიც ლიმიტირებულ დროში უნდა გაეცა კომისიას. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით 2020 წლის 16 სექტემბერს დამტკიცდა, მეორე მოსმენით კი იმავე წლის 18 სექტემბერს. 2020 წლის 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას საჯარო განცხადებით მიმართა და სთხოვა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გამოეთხოვათ კანონპროექტთან დაკავშირებით იქამდე, სანამ მისი დამტკიცება მოხდებოდა. თავის მოთხოვნაში, რომელიც ვენეციის კომისიას 22 სექტემბერს გაეგზავნა, საქართველოს ხელისუფლებას აინტერესებდა, რამდენად აკმაყოფილებდა ცვლილებების პროექტი კომისიის ძირითად რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ჰქონდა ძალიან ლიმიტირებული დრო და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავისი ანალიზი დაეყვანა იქამდე, მოდიოდა თუ არა კანონპროეტი კომისიის წინა რეკომენდაცაიებთან თანხვედრაში. 2020 წლის 30 სექტემბერს სამდივნოს ეცნობა, რომ, სამწუხაროდ, კანონპროექტი მესამე მოსმენით იმავე დღეს დამტკიცდა.

ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონსპროექტი მესამე და უკანასკნელი მოსმენით 2020 წლის 30 სექტემბერს დამტკიცდა, თუმცა რჩება საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში ამ საკითხში მომავალი დახმარებისთვის,“ - წერია ვენეციის კომისიის განცხადებაში. 

 შეგახსენებთ, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, 5 ოქტომბერს ევროკავშირიც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვენეციის კომისიის არ დალოდების გამო, საქართველომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ნდობა შექმნილიყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში, ოპოზიცია გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ხელისუფლება არ დაელოდებოდა ვენეციის კომისიას. მაშინ როცა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს მართმსაჯულების რეფორმირებაზე საუბრისას, თავს იწონებენ 2012 წლის შემდეგ გატარებული ძირეული რეფორმებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი