ივანიშვილი ისევ კულისებში რჩება და მხარდამჭერების გამხნევებას წერილით ცდილობს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ლიდერი, რომლის რვაწლიანმა მმართველობამ ხალხს იმედები გაუცრუა და გააღატაკა, ისევ ამომრჩევლის მხარდაჭერას ითხოვს. არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ოლიგარქი ივანიშვილი საზოგადოებაში ისევ არ ჩნდება და მხარდამჭერების გამხნევებას წერილობითი განცხადებით ცდილობს. ამჯერად მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი ივანიშვილმა თავად გაახმოვანა და პოლიტიკური ოპონენტები პროვოკაციებში დაადანაშაულა, რომლებიც მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობრივ კამპანიას მართავენ.

ბიძინა ივანიშვილს თავის მიმართვაში ორი გზავნილი ჰქონდა: პირველი - ივანიშვილი თავის აქტივს უმტკიცებს, რომ არჩევნებში მარტივად შეძლებენ გამარჯვებას და 54%-დან 60%-მდე იქნება ის რეიტინგი, მხარდაჭერა, რომელსაც ისინი 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნების დროს მიიღებენ. მეორე - ივანიშვილი თავის წერილობით განცხადებაში ამტკიცებს, რაც ახლა ხდება - წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ასეთია, ეს "ოცნებას" არ უკავშირდება და ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა და არა ხელისუფლების. 

"ბიძინა ივანიშვილი რეალობას სრულად აცდენილია" - ეს არის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები დღეს აკეთებენ, მათ შორის, ამ შინაარსის განცხადებას, აკეთებენ ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები. 

ივანიშვილმა არჩევნებამდე სამი კვირით ადრე წერილობითი განცხადება გაავრცელა და ასე ისაურბა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. დღეს ივანიშვილს ოპონენტებმა ურჩიეს, რომ გამოვიდეს, შეხვდეს ხალხს და გაიგებს რეალურად რა ხდება ქვეყანაში. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გუშინ, 8 ოქტომბერს გაავრცელა. 

ცნობისთვის, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წარმომაგდენლებზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 27 სექტემბერს გლდანულაში, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, თავს დაესხნენ, ქვები დაუშინეს. 24 სექტემებრს ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს, ნინია ცისკარიშვილს საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი კაცი თავს დაესხა.  18 სექტემებერს, ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.17 სექტემბერს, გვიან ღამით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. 16 სექტემბერს დმანისში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დაჭრით დაემუქრა.  15 სექტემბერს კი დმანისში, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი