ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რეგიონები დაბომბეს.

ამასთან, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დღეს ტოვუზის რაიონში  2, აღდამის რაიონში კი 1 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ვიდეოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშანა სტეპანიანი კი, საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანელების ერთი თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდო.

მისი თქმით, აზერბაიჯანის არმიას საბრძოლო მოქმედებებში თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს.

აზერბაიჯანული საჰაერო ძალები Su-25 საბრძოლო თვითმფრინავით ოპერირებენ, მათ თურქეთი F-16 საბრძოლო თვითმფრინავებით ეხმარება, - წერს სტეპანიანი.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

10 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი