წინასაარჩევნო ძალადობა - ოპოზიცია "ოცნებას" ადანაშაულებს, "ოცნება" გამოძიებას ელოდება

გამოქვეყნდა:

პრემიერისა და თბილისის მერის დრევანდელი განცხადებები ოპოზიციის შეფასებით, ძალადობის წახალისებაა, რასაც ბოლო დროს ოპონენტების წინააღმდეგ ხშირი ხასიათი აქვს.

ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას "ოცნების" ლიდერებმა დღეს ისევ წარსულზე ილაპარაკეს და ძალადობაში ოპოზიცია დაადანაშაულეს.

"ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ არც ერთი არჩევნების დროს მომხდარი არც ერთი ძალადობრიცი ფაქტი  ამ დრომდე გამოძიებული არ არის, რაც მათი შეფასებით, ასევე წახალისებაა:

ოპოზიცია ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ამიტომ ჩვენს ინტერესებში არ შედის არანაირი არეულობა და ძალადობრივი თავდასხმები. ერთადერთი ვის ინტერესებშიც ეს შედის ეს არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი" - ამბობს "ენმ"-ს წევრი სალომე სამადაშვილი

ჩვენ ვნახეთ როგორ გაუსწორდნენ ისინი ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ამას აკეთებენ და რას ამბობენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, მწვანე შუქს აძლევენ თავიანთ აქტივს რომ იძალადონ - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე

"შეიძლება ბევრი პროვოკაცია მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ ქვეყნის მომავლისთვის" - მიმართა გიორგი გახარიამ დღეს,  ასპინძაში შეკრებილ ამომრჩევლებს. 

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული თავდასხმები ოპოზიციაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი