მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, ამბობს, რომ სინოდი დავითგარეჯის საკითხე არ არის ინფორმირებული. მეუფე მელქისედეკმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა. 

"ეკლესიის პოზიცია არ უნდა იყოს, თუნდაც მხოლოდ ერთი მოძღვრის შეფასებები. სინოდმა უნდა იმსჯელოს და ჩვენ სინოდის წევრებმა ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ეს მიუღებელია ჩვენთვის. საეკლესიო კანონებისთვის მიუღებელია, ეკლესიური ტრადიციისთვის მიუღებელია", - ამბობს მელქისედეკი

მეუფე მელქისედემკა ასევე თქვა, რომ მხოლოდ მამა კირიონის შეფასებით არ უნდა წყდებოდეს დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას "ბედი". 

"შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს ძალიან, ვთქვათ, სამშობლო, უყვარს ეკლესია, უყვარს დავითგარეჯი, მაგრამ, ხომ შეიძლება მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი?! ხომ შეილძება მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ორი ადამიანის ბედი?! მე მათ ამიტომ მივმართავ, რომ გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - თქვა მეუფემ

"მთავარი არხის" ერთერში მეუფემ დღეს ნათქვამი, კიდევ ერთხელ გაიმეორა და ბოდიში მოუხადა დაკავებულ კარტოგრაფებს. 

"მე მინდა ორივეს მივმართო, მე კარს ვერ გავუღებ მათ, მაგრამ მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო და მე მინდა დავეთანხმო - ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ასეთი ბრალდების დაუზუსტებლად და დაუსაბუთებლად ასეთი იარლიყის მიკერება. - ძალიან საშიშ თამაშში მოვხვდით, როგორც ვაკვირდები", - ამბობს მეუფე მელქისედეკი

შეგახსენებთ, სვეტიცხოვლობაზე მისულმა მეუფემ, ასევე თქვა: "მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამინს ასეთი დამოკიდებულების გამო". მხარდამჭერი კომენტარი გააკეთა ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმაც, მან თქვა, რომ "ყველაფერი არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა". 

ცნობისთივს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სინოდის წევრებმა განცხადებები 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვის შემდეგ გააკეთეს.

მღვდელმთავრების ნაწილი თვლის, რომ საქმეს არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, ნაწილი კი დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ უდანაშაულობაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. ადვოკატების თქმით, საქმე აბსურდულია. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი